კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 16:54

 

 


გვაზიარე მზეს და მიწას,

ღამისთევას შვებად თვლიდი,

ეხ, სიბერის დღე დაიწვას,

შეგპარვია მაინც ფლიდი.


მარად ჩვენზე ნაოცნები,

ნავედრები - მაცხოვარის,

ნატიფ შუბლზე ნაოჭები, -

წარსულ დღეთა სახსოვარი.


წლებისაგან დასეტყვილი,

ათას ფიქრთან ნატარები.

მიტომ იყავ ასე ფრთხილი,

სულ გეგონეთ პატარები.


და ბოლოს კი, მაინც - ბოლოს,

იყრებიან ყველა გზები,

გვაიმედებს იგი მხოლოდ,

რომ არასდროს არ მოკვდები.

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ