სევდაჩამდგარი ჩუმი ღიმილით მაცილებს ჩემი ჭაღარა დედა სასოწარკვეთა უხმოდ ნაჩქმალი ამოელვებას როგორღაც ბედავს.
და მიენდობა სევდის მარწუხებს მერე კი მომწერს, რომ მას არ უჭირს, რომ არაფერი აღარ აწუხებს.
ჯიქურ ეხლება მორყეულ რაფებს მბჟუტავ ღუმელთან მიმჯდარა დედა და ხსნის ჯიუტად აბურდულ ძაფებს.
დაისადგურებს სულში მშვიდობა, ლამაზ თვალებში გაკრთება წყენა წყენა, რომ მკაცრად დამემშვიდობა.
თურმე რამხელა სიკეთე გქონდა! შენი თვალებით ვუცქერ სამყაროს, იმ სიყვარულით, შენ რომ დაგქონდა.
ვცდილობ, როგორმე გიპოვო, დედა! მგონი, რაღაცა დაგრჩა უთქმელი, ვერც მე მოვასწარ, რაც უნდა მეთქვა. |
ლექსები დედაზე • • • • • • ბესიკ ხარანაულის პოეზია |