მოწყენას მისას როდესაც გრძნობენ, იქუფრებიან თვალები ნისლით. თუ გავამსხვრიე განგების ღობე, პირველად დედის ჭაღარას ვიხსნი.
სამრეკლოსავით ფერმკრთალს და ხნიერს. თუ დეკემბერშიც აენთო ბაღი, პირველად დედას დავუკრეფ იებს.
ვით დაფიონი ფხოვეთის მთებში. თუ უკვდავების ვიპოვე წყარო, პირველად დედას მოვუტან პეშვით.
როგორც კვირტებზე ღიმილი ფესვთა. თუ სივრცეებში შევძელი ფრენა, პირველად დედას ავიყვან მზესთან. |