რა ხანია, თმაში თეთრად ჩამობარდნა, ყოფნის მარილს მილოკავენ წლები. მაგრამ შენთან, შენთან ისევ ბავშვი ვარ და ისევ შენი გულის ცეცხლზე ვთბები.
თითქოს დროის დაბრუნებას ცდილობ. მსუბუქდება წლების ტვირთი (უკვე მძიმე), როცა მეტყვი - "არ შეგცივდეს შვილო".
და მკვეთრდება სურათები ძველი, - თითქოს ახლად ფეხადგმული ბავშვი ვარ და შენს კალთაზე მიკიდია ხელი.
არ ნებდება მოლოდინით სავსე. შენით სუნთქავს, შენით ცოცხლობს ძველი სახლი და მაღლდება კვამლი ბუხრის თავზე.
და არყოფნის მსუსხავს ცივი მზერა. დაობლებულ მამა-პაპის სამოსახლოს შენი ლოცვა კვლავ გაათბობს, მჯერა. |