თვალგასახელად მოჩიტულ კვირტებს ნანად ჩაესმით ჩურჩული ხეთა. ყველაფერს ამბობს, ყველაფერს იტევს ეს უნაზესი სახელი - დედა.
ანათებს ჩვენს სულს ღიმილი მისი... დედაა ჩვენი ლამაზი ფიქრი, დედაა ჩვენთან ღამით და დღისით.
და გულს წუთითაც არა სცილდება, მისი კეთილი სიცოცხლის სითბო მზედ და იმედად გვინაწილდება.
ამღერებულნი სათუთ ნიავში, დამცილდებიან, წავლენ და მაშინ... მომეძალება ჭაღარაც თმაში, - დედისთვის მაინც დავრჩები ბავშვად, კვლავ მომინდება მასთან თამაში.
ვერას დააკლებს დროთა მანძილი... დედავ, ძვირფასო, მე მუდამ ვცდილობ, არ შევარცხვინო შენი მანდილი...
შენი ამაგის მცირე ნაწილი, - და დარჩეს ხსოვნად ამ ლამაზ დღეთა, წრფელი სიტყვები - ძვირფასო დედავ. |