მე აღსარება მსურს გითხრათ ერთი, ნეტავი ახლა მისმენდეს ღმერთი, მაქვს უამრავი დანაშაული, მინდა თუ არა, გვერდს ვერ ავუვლი.
აი, მიზეზი ცრემლის და სევდის, ვერ მოვეფერე, როცა დაბერდა, როცა მიცდიდა ღია სარკმელთან.
ლოდინი გახდა მისი ხელობა, მე სხვაგან ლაღი და სიტყვაუხვი, დედასთან ვიყავ ძუნწი და უტყვი.
გასამართლებლად აბა რა მეთქმის, მაგრამ მე მაშინ ვერ ვგრძნობდი ამას, იგივეს ვეტყვი დაღუპულ მამას.
რამდენჯერ შევცდი ცხოვრების გზაზე, აკი გითხარით ცოდვა მაქვს ბევრი, ამიტომაც მდის მდუღარე ცრემლი.
ყველაფრისათვის მოვიხდი ბოდიშს მაგრამ ვაი, რომ არის გვიანი, რა მწარედ ცდება ადამიანი…
სანამ დრო არის, ეფერეთ მშობელს!
იქ რომ დაადგეთ სხივი ნათელი, ნუ დაიზარებთ, დედ-მამისათვის, დაანთეთ თუნდაც ერთი სანთელი! |