კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 03:00

 

 

 

ორი დედა მყავს ძვირფასი,

ორივე მიყვარს გულითა;

მქონდეს სიცოცხლე ათასი.

მათ ვუძღვნი სიხარულითა!


ერთი საბრალო ქვრივია,

უდროოდ დაბერებული;

საცოდავს მალე ეწვია

ტანჯვა-ვაება წყეული!..


მეორე... მაგრამ ვერ აღწერს

მის ამბავს ჩემი კალამი;

მოელის ახალს რუსთაველს

ბედკრულის ტანჯვა-ვარამი!


ორი დედა მყავს ძვირფასი,

ორივე მიყვარს გულითა;

მქონდეს სიცოცხლე ათასი,

მათ ვუძღვნი სიხარულითა!

 

ლექსები დედაზე  • • •   პოეზია - დუტუ მეგრელი  • • •   დუტუ მეგრელის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ