კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 06:30

 

 

 

- დაიძინე, ქალავ, თორო

შავი ღამე ფშვინავს,

დაიძინე დედის თოლო,

დაიძინე, შვილავ!..

ახლა გარეთ ოჩოპინტრე დადის,

ნისლის ქუდი პატარა რქებს მალავს,

მძივს აგისხამ, სამძჲმარას დარდო,

დაიძინე, ქალავ!..

ღამეა და უღამური ღამე -

არც ვარსკვლავი ბზინავს.

დავიღალე...

დაიძინე, ქალავ!

დაიძინე, დედის თოლო,

ძილს სიმშვიდე მოჰყავს.

დაიძინე, ქალავ, თორო

გაბაცდება ლოყა.

მამაშენი ქარაფებში ათევს,

ჯიხვის მწვადებს ჩამოგიტანს მამა...

იქნებ ახლა ლეკურ ხანჯალს ფართეს

წმინდა სისხლი კალმახივით ნამავს.

ჭრაქის შუქი ფარფატებს და ლანდობს,

კერას უკვე სძინავს.

დაიძინე, სამძიმარას დარდო,

დაიძინე, ძილავ...

 

ლექსები დედაზე  • • •   პოეზია - მირზა გელოვანი  • • •   მირზა გელოვანის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ