დედის ტკბილი რძის ჭირიმე! ძუძუებს ვენაცვალები!! ვინც მათი გემო არ იცის, ახვეული აქვს თვალები.
კუდურმა დედინაცვალმა. დამწყევლა ენაბოროტმა, გამღალა მისმა მე თვალმა…
შევკვნესი სხვისა კერასა, დედის სახელსაც ვერ ვამხელ, ვაი ჩემს ბედისწერასა!..
ვეძახი მამას - “პაპასა”; არც ერთი პასუხს არ მაძლევს და იმან გამაკაპასა.
და უძნელესი - გერობა! დედინაცვალის დედობა, მისი მოყვრული მტერობა!
და დედინაცვლის - ნაღველა: დავლიე - ყელზე დამადგა, ძირმწარედ წამომახველა!..
ძუძუებს ვენაცვალები! ოცნებით მაინც შევეტკბო, სიცხადით განაწყალები! |
ლექსები დედაზე • • • • • • აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა |