ღიმილის ბიჭი ვიყავი, ბეჭზედ არწივი მეხატა, ცხრამეტი წლისა შევსრულდი, ოცი არ გადამეხადა, სამშობლოს დროშა მეჭირა, მტერს ვეცემოდი მეხადა!
რომ გამხდარიყო ხიზანი, დავკარი, ვიყავ მართალი, ვით ჩემი ტყვიის მიზანი... ნუ დაიდარდებ, დედაო, მწარე სიკვდილის სევდასა. დღეო, გადიდდი, გადიდდი, შვილი ეყრება დედასა!
რაც მე სიკვდილით გაწყინე; მე შენი ძუძუს ნათელი საქვეყნოდ გამოვაბრწყინე. მე გაგიხუნე ლეჩაქი, მაგრამ დაგხურე შუქური, სამშობლოსათვის დავთხიე სისხლ-ცვარი სიჭაბუკური. მე არ დამკარგავს სამშობლო, სულ ვეხსომები ლევანი, სანამდის საქართველოში იწურებოდეს მტევანი...
პირზე მაყარეს ვარდები, დაჭრილს, დამძრალს და გზადაღლილს დამხურეს მუზარადები. თუ გაუჭირდა სამშობლოს, კვლავ ცეცხლით დავიდაგებით, ჩვენ გამოვამტვრევთ საფლავებს, ხმლით ქართლის მთებზე დავდგებით.
ნუ მიეცემი სევდასა. დღეო, გადიდდი, გადიდდი, შვილი ეყრება დედასა! |
ლექსები დედაზე • • • ![]() |