კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 05:37

 

 

 

მის წყნარ საფლავზე როცა დაჭკნება იასამანი,

ფანჯრებს როდესაც ზამთრის ქარები დანისლავს, 

მე ვარ და ჩემი, 

მე ვარ და ჩემი დედის საბანი, 

გამთენებელი, 

გამთენებელი ღამისა.


გაანიავეს, 

გაანიავეს დედის მზითევი, 

ზოგს მისი სახე ახსოვს, როგორც ზღაპარი. 

მე კი შემომრჩა მისი ფერმკრთალი თბილი თითებით 

ნაფერები და ნაგვირისტები საბანი.


რაც უნდა ქროდეს, 

რაც უნდა ძრწოდეს ქარი მზარავი,- 

დედის საბანი, 

დედის საბანი დამიცავს... 

მას კი იმ ქვეყნად ცივს, ბნელ მიწაში არ ჰყავს არავინ 

გამთენებელი, 

გამთენებელი ღამისა.


სუსხი და ნესტი ძვლებშიაც ატანს დაურიდებლად, 

ალბათ აწუხებს ავი სიცივის ფარფაში, 

რადგან იქაურ მშივრებს და შიშვლებს დაურიგებდა, 

რაც ჩაატანეს, რაც ჩაატანეს საფლავში.

 

ლექსები დედაზე  • • •   პოეზია - ზურაბ კუხიანიძე  • • •   ზურაბ კუხიანიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ