კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 05:52

 

 

 

აქ, დედაჩემი, ხაშრებში და ლერწებში, კიდევ

მხვდება აღმართზე, დაქანცული, ისე ვით ოდეს,

დაკრეფილებით დამძიმებულს მოათრევს გოდორს, -

ურიგებს სარჩოს ბავშვებს, თიკნებს, ქათმებს და ჩიტებს.


ქუსლებს დაიღლის და წაიცვეთს მიწის თხრით თითებს,

მთელი ზაფხული მხრებზე უზის, ვიდრე არ მოთოვს,

კალთის ბოლოზე აწებებულ ლობიოს ფოთოლს

თან დაატარებს, მთვარესავით გაცრეცილს, ყვითელს.


ვუყვარვარ ისევ ავადმყოფი და ნაბოლარა,

სოფლურ შელოცვებს ვინ მეტყოდა მასავით ლამაზს,

დამინაყავდა ბალახების ჟვეროთა წამალს.


ერთხელ წამოწვა, მითხრა: შვილო, მე ახლა წავალ...

მილულა თვალი, თვალში ალბათ ჩანდა წარსული,

დედა-ანბანი ყელს ეკიდა ძაფზე ასხმული.

 

ლექსები დედაზე  • • •   პოეზია - ფრიდონ ხალვაში title=  • • •   ფრიდონ ხალვაშის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ