მადლობა, ნენევ, რომ მამულს გმირი უზარდე ამდენი, ჭოროხი შენი ცრემლია, თვალთაგან გადმონადენი.
როგორც ქისაში ალთუნი, არ დაიჟანგე - იხსენი თავიც და სიტყვაც ქართული.
ინახე ენა მშობლური, გადაგვირჩინე სიმღერა, თვალი მოვისხით ორბული.
გვივლიდა შენი ალერსი, გულში თუ გედო ტკივილი, იმედი გენთო თვალებში.
ვლოცოთ პური და მარილი, ჩვენი სახლ-კარი და ერი, და ქვეყნის ცა საყვარელი.
ამბორი მონატრებული, - ყელმოტეხილი დოქები სოფლის წყაროზე შედგმული.
განდაგანა და მხარული, ათას წელს რომ არ იღლება სურვილი, წვა, სიხარული. |
ლექსები დედაზე • • • • • • ფრიდონ ხალვაშის პოეზია |