ნოემბრის ქარში ცივ ქუჩაში მოხეტიალეს შემაკრთობს ზარი და ტაძარში შევალ შემთხვევით. მოვისმენ ღაღადს. ძველი გრძნობა უცებ იელვებს. ავანთებ ცრემლით ჩემს წამწამებს და ჯვარს ვემთხვევი.
არა მწამს ღმერთი და მის სახლში რა მეტირება! გამოვა მღვდელი. საცეცხლური სურნელს დააკმევს და ჩემი ფიქრი ცისფერ კვამლში ჩაიძირება.
აღდგომა ღამე. დააღდგომო თეთრი ხალათი. მამის საფლავზე დედაჩემი ცრემლმორეული. იქვე სანთელი და საკურთხით სავსე კალათი.
შენს მწუხარ სახეს განუწყვეტლივ გარს ახვევია. კეთილო დედა! ჩქარა გაქრა ჩემი მაისი, და ბნელი ღამე, ო, რა მძიმე გასარღვევია!
აღსავლის კარებს ცისფერ ღრუბლად ენარნარება. მორწმუნეთ შორის ვდგავარ უცხო კათაკმეველი, მაგრამ "განვედი" ჩემს ოცნებას არ ეკარება.
დამავიწყდება, რომ შემოველ მე აქ შემთხვევით. ავანთებ ცრემლის ნაპერწკლებით დახრილ წამწამებს. გადავდგამ ნაბიჯს მოწიწებით და ჯვარს ვემთხვევი. |
ლექსები დედაზე • • • • • • ალექსანდრე აბაშელის პოეზია |