კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 05:21

 

 

 

ღვთისმშობელო დედაო,

ჩივილს შემოგბედაო,

ობლის მოთქმა-ვაებას

თუ შეისმენ ნეტაო.


ჩემი დედა სად არი,

ანდა მამა სადაო,

ასე რად მომიძულეს,

რა აქვთ ჩემთან სადაო.


ალბათ სხვა ჰყავთ შვილები,

კარგადაც ჰყავთ ყველაო,

ნუთუ არ ენატრებათ

მათი ცუგრუმელაო?


ერთმა ქალმა მიშვილა -

სიზმრად ასე ვნახეო,

შენი ჰქონდა თვალები,

ღიმილი და სახეო.


არაფერი არ მინდა,

ერთ რამეს გთხოვ თანაო:

დამასიზმრე, დედიკო,

მისი იავნანაო...

 

ლექსები დედაზე  • • •   პოეზია - შოთა ნიშნიანიძე  • • •   შოთა ნიშნიანიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ