ისევ აქა ვარ, დედის ეზოში... ქვიტკირის სახლი, ქვიტკირის კიბე, ფეხზე მაცვია ზურმუხტის ქოში, მომინდება და, ბაღში ჩავირბენ.
ეგებ სატაცურს წავაწყდე სადმე, ეზოში ჰყვავის ნაცარქათამა, დედა აპურებს ნაცარა ქათმებს.
მივფრინავ ცაში, შორეულ ღრუბელს აქლემს ვადარებ, მომეწონება... ვჩურჩულებ, წავშლი.. საყვარელ ლქსებს ჯიბით ვატარებ.
თავთუხის ულო წელზე მარტყია, ძეძვის ბუჩქიდან სტვენა მომესმის... მე რომ დავდევდი, ეს ის ბარტყია.
და ჩავაწანი დაბრეცილ ღობეს, შორს ასწლოვანი მოჩანს კაკლის ხე, მიაგავს ჩემი ბავშვობის მთხრობელს.
რქებით ხარდანზე გადაწვენილა, აცრემლებულა მეტი სინაზით... ცრემლი კი არა, მიწის წვენია.
როგორც ჭალებში ასკილის სტივრი. პატარა ეზო, ზეცა ამხელა.. მიხარია და ვაზივით ვტირი. |
ლექსები დედაზე • • • • • • გიორგი შატბერაშვილის პოეზია |