ვიდრე წავალ, შემაგებე შენთან დილას, დედის ხელი ნამძინარებ თვალებს დაგბანს, დავწყნარდები, დაგინახავ თუკი მცინარს, ღამით ისევ შეგიკეცავ მხრებთან საბანს.
გარეთ გასულს ჩუმად პირჯვარს გადაგსახავ, ვიდრე წავალ, კიდევ ერთხელ მომეფერე, თორემ მერე კარის ზღურბლზე ვეღარ მნახავ.
და მძინარეს შეგავედრებ ქვეყნის გამჩენს, ატირებულს უსათუოდ გაგაცინებ, ეგ ღიმილი ქვეყნად ყველა ტკივილს არჩენს.
თორემ გული არ გამყვება დარდის მყოფელს, ღვთისმშობელის კაბის კალთას აგაფარებ, ასე მშვიდად გავუყვები იმა სოფელს.
სანამ ღმერთი შენს ფერებას კიდევ მაცლის, თუ ჭრილობას კარგ-შვილობით გამიმრთელებ, თორემ მერე უჩემობა სულზე გაგცრის.
ცხრა თვე გედო საიმედო თბილი ბინა, უფლის მცნება ყოველდღიურ წესად გქონდეს რადგან ფიქრიც ისმინება ცათა შინა.
ამ ხელებში გაძინე და გაგაცინე, ახლა ჯერი შენია და მადლი მიყავ, ამიყვანე და უცრემლოდ გამაცილე.
როცა ვიცი მონატრება გამამწარებს, ვიდრე გხედავ არ მამყოფო დარდიანი თორემ მერე სინანული გაგაწვალებს. |
ლექსები დედაზე • • • • • • ნანა მეფარიშვილის პოეზია |