როგორც იქნა შეგიჩვიეს ძიძებმა, გიამბობენ ზღაპრებს ტკბილი ქართულით. შენ ღიმილით გიყვარს გამოღვიძება, ხარ ბავშვი და ცხოვრებასთან არ სტყუი...
და მტირალიც ცისკრის დარად ხმიანობ... რა თქმა უნდა, გულით უნდა გიყვარდეს ვინც გაგზარდა, ჩემო ხუჭუჭთმიანო...
თქმა არ უნდა, შენც მიხვდები, ღვთისფერო, იავნანას ვერ მღერიან ძიძები, იავნანა დედამ უნდა იმღეროს!.. |
ლექსები დედაზე • • • • • • ედუარდ უგულავას პოეზია |