ნანა, შვილო, ნანინა! ნეტა რამ შეგაშინა? რაზედ შეკჰრთი, მტირალნი რისთვის მომაპყარ თვალნი? ჯერედ რომ შენი ბედი, გრძნობა წინამორბედი არ უხატავს მაგ შენს თვალს ქართველთადმი ღვთიურს ვალს!..
ნანა, შვილო, ნანინა!
მინამ დრო მოგესწრება, ისწრაფვე, შვილო, ძილი, ისწრაფვე განსვენება! მოვა დრო, გაიზრდები, მკლავი გაგიმაგრდება, შვილო, ყრმობის სიზმრები ბრძოლაზედ გაგეცვლება.
ნანა, შვილო, ნანინა!
ბედქვეშ დაჩაგრულისას, კვნესის ხმასა მწუხარეს, შველის ძახილს მმუდარეს; დალოცვილსა ჩემგანა გული აგიღელდება, შვილო, დედისა ნანა ხმლის ჟღერად შეგეცვლება.
ნანა, შვილო, ნანინა!
ჩვენს ერთობას დაკარგულს, ჩვენსა წამხდარს გმირობას და მამულს დაობლებულს... აინთე ცეცხლით გული, მტერსა დაეცი მეხად ან, ვით შვილი ერთგული, დააკვდი მამულს მსხვერპლად!
ნანა, შვილო, ნანინა!
მამულისთვის მაგრდება, რად მინდა იგი შვილი, თუ მისთვის არ მოჰკვდება! ვისაც ძე არ შეუკლავს, როს მამულს სჭირებია, შვილო, იმ ვაგლახ დედას შვილი არ ჰყვარებია!
ნანა, შვილო, ნანები!
მე ჩემს ძუძუს გაწოვებ, მისის სიკეთისათვის გაგწირავ და გაბრძოლებ... მას დედის ძუძუ ტკბილი შხამადაც შერგებია, მამულისთვის სიკვდილი ვისაც დაზარებია!
ნანა, შვილო, ნანები!
მეტი დიდი რამ არი! უკვდავი არის შვილი მამულისთვის მომკვდარი! მამულს მიგცა ზეცამა და თუ ზედ დააკვდები, ნუგეშ იცეს დედამა, რომ კაცი კაცად ჰკვდები.
ნანა, შვილო, ნანინა!
შვილო, შენ გაუღიმებ, რომ სისხლს, მისგან მოცემულს, მასვე გმირებ უბრუნებ. აღსრულდები ღიმილით, რომ მამულს არ უმტყუნე და შენ შენის სიკვდილით მის სიკვდილი დასთრგუნე.
ნანა, შვილო, ნანინა!
ნუ გინდა ნუცა ძეგლი, ისეც უკვდავ იქნები, ვით დედის შენის ცრემლი! ჩემი ნანა ეს არი, შვილო, მას უერთგულე: რაც მე სიტყვით გითხარი, შენ საქმით აღმისრულე!
პაწაწინა ქართველო! |
ლექსები დედაზე • • • • • • ილია ჭავჭავაძის პოეზია/პროზა |