შენ ის ქალი ხარ, ვინც მე პირველად სალამურის ხმა სულში ჩამბერა, და შენს მაქებრა, და შენს მწირველად ვინც ამამღერა და დამაბერა.
ციხე - ჯერ კიდევ აუღებელი, შენა ხარ ხმალი მამა-პაპათა, მკლავი - ქარქაშში ჩაუგებელი.
სიმღერის დედა ცრემლების მგვრელი, ხან აგეერ ნაზი და ხან ხმიერი, მახვილძლიერი და მტერთა მკვლელი.
შენ გეტრფი ისევ, სიბერე მოდის, შენს სიყვარულში ისე დავბერდი, რომ ვერ გავიგე, დავბერდი როდის.
მე შენს ტრფიალში დავკარგე ჩინი... ჩამიქრა თვალი, წამერთვა სმენა, მაგრამ ტკივილი გადიქცა რწმენად.
სიცოცხლე - ჩალად არ საღირები, აჰა, წაიღე, ისიც შენია, მითხარ, მიბრძანე გასაკვირვები!
რაც შენ მაჩუქე, თუ რამ ვიცოდი, თუ რამ ვიცოდი, შენგან ვიცოდი, და თუ დაგაკელ, შემინდე ცოდვილს!
არ მივცე რული წამწამთა ჩემთა, არ მივცე ძილი ნატვრათა ჩემთა, და ძვალთა ჩემთა და ხორცთა ჩემთა.
შენ ჩემო ღმერთო, შენ ერთადერთო, შენ ხარ რწმენა ბაგეთა ჩემთა, და იყავნ რწმენად შენ შვილთა ჩემთა! |
ლექსები დედაზე • • • • • • გიორგი შატბერაშვილის პოეზია |