კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 14 მარტი 2025 13:36

 

 

 

სამშობლის ბედი სწამდათ მარადის,

კანდელს უნთებდნენ მამაც წინაპარს.

გურგანის ზღვიდან პონტოს კარამდის

მათი თვალების შუქი ბრწყინავდა.


ვინ დაითვალოს საქმე ულევი...

ხან ბავშვს უვლიდნენ დედურ ალერსით,

ხან ჭრელ მანდილით თმაშეკრულები

ყაყაჩოებად ჩანდნენ ყანებში.


ვინ დაითვალოს საქმე ულევი,

მათ სახელებთან გადახლართული.

მტრისგან ნარბევი, ნანადგურევი,

ააყვავილეს მიწა ქართული.


ზამთარში, როცა თოვლის თეთრ მერდინს

გადააფენდა ქარი ყველაფერს,

ბუხრის პირს ისხდნენ და ოქრომკედით

ტკბილ საქართველოს დროშებს ჰკერავდნენ.


რაწამს უხმობდათ მიწა ქართული,

აბჯარს ისხამდნენ ხამის კაბაზე

და ქურან ცხენზე ხმალამართულნი

ამორძლებივით მტერს მიჰკაფავდნენ.


...ჩვენი ქვეყანა ძველ ქართველ დედებს

სისხლით და ოფლით დაუცრემლიათ.

მათი თვალები დღეს ბინდბუნდს ჰკვეთენ

და ვარსკვლავებად თავს დაგვცქერიან.

 

ლექსები დედაზე  • • •  პოეზია - იოსებ ნონეშვილი  • • •   იოსებ ნონეშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ