კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 03:19

 

 

 

მარტო გამზარდა დედამა,

გამიშვა ქვეყანაზედა,

ის მიანდერძა, რო მევლო

საქვეყნო ბეგარაზედა.

მეც არ ვღალატობ ანდერძსა,

ვჯახირობ ახირებული:

გზას ვწალდავ ნარ-ეკლიანსა

საშრომლად აბირებული,

დღე და ღამ თვალ-ცრემლიანი,

მუდამ ჟამს ატირებული.

მაინც არ ვსდრკები, წინ ვიწევ

და მტრობა დაძინებული

იღვიძებს, როდი მასვენებს,

კისერშია მცემს მჯიღითა…

უიარაღოდ შთენილი

ზოგან კლდეს ვამტვრევ კბილითა,

ზოგჯერ. ნუ გაგიკვირდებათ,

წყალსაც კი ვზიდავ ცხრილითა.

არ იქნა. ჩემი სიცოცხლე

ვერ დავაყენე დონეზე:

ხან მოთმინება დავიწყე,

ხან დავემყარე ღონეზე.

ვერაფერს გავხდი, ვყიყინებ,

როგორც ბაყაყი ოლეზე.

 

ლექსები დედაზე  • • •   პოეზია - ვაჟა- ფაველა  • • •   ვაჟა-ფშაველას პოეზია/პროზა

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ