ბავშობაშიაც დედა მიყვარდა, სულ ის მინდოდა გვერდით მყოლოდა. ერთს წამს მის ჩემგან მოშორებასა მე ვგრძნობდი გაყრად საბოლოვოდა. მივსდევდი თანა და მივტიროდი, თვალთაგან ცხარე ცრემლი მდიოდა. ოღომც მშობელი თვალით მენახა, - მაძღარი ვიყავ, როცა მშიოდა. განა მარტო მე? - “დედა მინდაო”, ყველა თქვენგანიც ამას ჰკიოდა: როცა კი დედას ვერა ჰხედავდა, ჩემსავით სხვებსაც გული სტკიოდა. თვალს რო მოვკრავდი - მზე ამოვიდის, წავიდის სადმე - მზეც ჩაესვენის. თუმც აღარა ვარ ეხლა ყმაწვილი და ჟამთა დენამ თეთრად დამთოვნა, მაინც მას ვტირი: “დედა მინდაო, დედა მაჩვენეთ”, - არს ჩემი თხოვნა. |
ლექსები დედაზე • • • • • • ვაჟა-ფშაველას პოეზია/პროზა |