კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 17:02

 

 

 

რატომღაც გვიან ამჩნევენ დედებს

და უნებლიედ კარგავენ იქვე,

რატომღაც მხოლოდ სიკვდილის შემდეგ

უწერენ დედებს ლექსებს და წიგნებს.


და უმოწყალოდ სწყევლიან ღმერთებს,

რომელიც გულმა უარყო დროზე,

და მაინც, მხოლოდ სიკვდილის შემდეგ

უდგამენ ძეგლებს გმირებს და მგოსნებს.


მერე ძეგლებით სავსე ქალაქებს

უარესები უალერსებენ,

ყველაფერს თავის ნებით განაგებს

გამარჯვებული უმრავლესობა.


ადრე მდიდრდება მათი მელექსე,

რადგან სიმართლე ალაპარაკებს,

ხოლო ისინი განვლილ დღეებზე

ან კარგს ამბობენ, ანდა - არაფერს.

 

ლექსები დედაზე  • • •  პოეზია - ვახტანგ ჯავახაძე  • • •   ვახტანგ ჯავახაძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ