დედაა, რასაც პირველად ნახავ. მამით იწყება გზებზე ფიქრები. მერე ჩვენ ვძერწავთ საკუთარ სახეს იმ დღისთვის როცა აღარ ვიქნებით.
ჩვენც გვიხარია, რომ უცებ გადის. აღარ ჩანს-დღემდე რაც ნათლად ჩანდა, ქრება უხილავ მეტოქის ლანდიც.
ვცერც ჩვენ ვნახულობთ იმ აშიშ სოროს, რომელიც დიდხანს მოჰყვება ხსოვნას და ბავშვობაში არსებობს მხოლოდ.
დღეს ყველა ქუჩას გვიჩენს ქალაქი და უკვე ვიცით, ვინ რას აკეთებს ულაპარაკოდ თუ ლაპარაკით.
და აღარც დედებს არ ვეტირებით, რადგან ზღაპრების გმირების დარად, ვართ ბოროტები ან კეთილები.
ყველამ ვიღაცას მივეცით ფიცი. ჩვენ უკვე ვიცით, რას ნიშნავს თოვლი, ბავშვები როგორ ჩნდებიან ვიცით.
ვარდებით, ელდით და ჟრუანტელით.... და ტკივილამდე გახელილ თვალებს ეცოტავებათ ზეცის ნათელი.
და გაბრუებულ ფრინველის მსგავსად ვაწყდებით კედლებს და უცებ ვამჩნევთ, რომ წასასვლელი აღარ გვაქვს არსად.
რასაც ოდესღაც მივწვდით ფიქრებით.... და მაინც ვძერწავთ საკუთარ სახეს იმ დღისთვის, როცა აღარ ვიქნებით. |
ლექსები დედაზე • • • • • • ოთარ ჭილაძის პოეზია |