ვერ ვისწავლე ჭკუა, დედა, გზას ვუთმობდი ხშირად შტერებს, თავზე ისე დამათენდა, ჩემი ლექსი ვერ ვიმღერე.
ყველა მე მრაცხს გიჟად, ხელად ადრე ბევრი მატყუებდა, ახლაც მე მატყუებს ყველა.
სულ სხვა იყო თურმე ის დრო, - ვინც მეზობლად მოვიკიდე, მერე სწორედ იმან მიმტრო.
ვერ ვუწოდე ავკაცს ავი,- ვისაც ძმაკაცურად ვენდე, ძმაკაცურად მომჭრა თავი,
სანანებლად დამრჩა მერე, სხვებს რომ ვუჯერებდი ქვეყნად და შენ რომ არ დაგიჯერე... |
ლექსები დედაზე • • • • • • მორის ფოცხიშვილის პოეზია |