კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 12:39

 

 

 

ვიცი: შენ, ალბათ, ახლა მჭადების ცხობაში ხარ და

გესმის წყვეტილი ყმუილი მგლის, ზუზუნი ქართა.

ძვლებამდე ჰყინავს, - არის ზამთრის ღამე ქათქათა.

კრუტუნებს ცეცხლთან წამომჯდარი მცივანი კატა

და ოხრავს, ოხრავს შეჭირხლული ვერხვი ჭიშკართან.

ნედლი საკეცით უტრიალებ მხურვალე კეცებს.

საკეცე ხელში გიჭირავს და საკეცეს ეძებ.

ღონდები, რადგან თქვა ვიღაცა დროულმა გლეხმა - 

მოსალოდნელი არიო ლეღმა!

მთელი ქალაქი მისცემია აქ ჩემ ძაგებას.

გამაბოროტეს, როგორც სოფლის მთვარე ძაღლებმა.

შენც ყოველ თვეში გიზიდავენ მარღნი ცხელ ჭორებს,

თითქოს მე, შენი ვაჟიშვილი, უზომოდ ვლოთობ...

არ დამიღონდე, ყოველივეს გამოვასწორებ, -

ვინც ვეტრფი ქვეყნად მზეს წითელსა და მწვანე ფოთოლს.

 

ლექსები დედაზე  • • •   პოეზია - მუხრან მაჭავარიანი  • • •   მუხრან მაჭავარიანის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ