კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 07:56

 

 

 

დედაო ტკბილო, როგორც შენი ძუძუს თავები,

დედაო ნაზო, სიყვარულის უფრთო ფერია,

მანახე გული, სისხლის ცრემლით ნაიარები

და მე ამ გულზე ო, რა ცოტა დამიწერია.


გადამავიწყეს სიტყვა "დედა", შენ ასე გსურდა?

გადამავიწყეს, მერე რისთვის, ასე იყო და

მე გული ბოღმით მევსებოდა, ან რისთვის მშურდა,

როცა აკვნიდან პაწაწინა "დედას" იტყოდა.


დედაო ტკბილო, სალოცავო, საგალობელო,

ლექსში ყოველის შეიძლება განა ხსენება?

რა ძნელი იყო განშორებით, ჩემო მშობელო,

ცხრა წლის მანძილზე ეს ვაება და შეჩვენება.


და მიკვირს ეხლა, ცხრა წლის გულში ასე უღმერთოდ,

ამდენი ტანჯვა სად დაგუბდა, სად დაეტია,

რად იყო ყოფა - მეტყველება თვალთა უენოდ

ჩემი ცხოვრება იყო დრამა და ტრაგედია.


არა, ბორკილებს, ჩემო კარგო, არ ატარებდი,

სამაგიეროდ, მოგონების საკირე გწვავდა,

და იგონებდი, იქ მშობლიურ ლამაზ მხარეში,

ხუჭუჭუჭთმიანი, პაწაწინა ბიჭუნა გყავდა


ათასებს ჰყავდათ, ათასები მოიგონებდნენ,

და ღამით, როცა ყაზარმაში მეფობდა ძილი,

ბაგის ცახცახით გულს ტიტინით მოიოხებდნენ,

ის - სახელწიფოს მოღალატე დედა - და შვილი.


როგორ უნდოდათ მზის ნათელი დაგვიწყებოდა,

ამოხვალ მზეზე და სიცივით გაითოშები...

იქ, შენს საკანში ღამის ლანდი ისე წვებოდა,

როგორც სიკვდილის დაძონძილი შავი დროშები.


დედაო ნაზო, სიყვარულის უფრთო ფერია,

ამდენმა ტანჯვამ შენი სახე როგორ დაღარა,

წყეულიმც იყოს, იმ წარსულის რაც დაგრჩენია,

ხომ დამიბრუნდი ციმბირივით თეთრი ჭაღარა.

 

ლექსები დედაზე  • • •   პოეზია - ნოდარ დუმბაძე  • • •   ნოდარ დუმბაძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ