კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 13:43

 

თარგმანი მორის ფოცხიშვილისა

 

რა ხანია, დედაჩემი

არ მინახავს არა...

და მეეტლეს ვეხვეწები:

- ჩქარა! ოღონდ ჩქარა!


- ჩქარა ჩქარა! - ვაი, როგორ

მიზოზინებს ეტლი...

მე წინდაწინ ვარჩევ სიტყვებს,

რასაც დედას ვეტყვი.


ვეტყვი, ნაზად დავისახავ

მთოვარედაც, მზედაც...

ვეტყვი, ვეტყვი, სხვაზე მეტად

რატომ მიყვარს დედა...


მაგრამ სიტყვაც ვერ დავძარი,

წინ შემომხვდა ოდეს...

და მის მკლავებს დავეკიდე,

ვით ნაყოფი ტოტებს.

 

ლექსები დედაზე  • • •     • • •   შანდორ პეტეფის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ