ვინღა მომეფეროს დედასავით? ფიქრი აფთარივით მომახტება, გულზე დამეტაკა ელდასავით შენი საოცარი მონატრება.
სხვაზე ვეღარ ვფიქრობ ამას გარდა, წარსულს გადავხედე ამოოხვრით, გული საგულედან ამოვარდა.
სიკვდილ-სიცოცხლეზე გადებულო, შენც კი მყვარებიხარ მოკრძალებით, ქვაო, დედის გულზე დადებულო.
ჩემი დედამიწის მთელი სფერო, იქნებ შენ ჩაიდგა დედის სული, იქნებ დედასავით მომეფერო.
იქნებ მისი ბოლო ამოსუნთქვა გათბობს, ვიცი მხოლოდ ამით მიხსნი ქვაო, ნუ იქნები ჩემთვის გულქვა.
შენ გთხოვ, დედასავით დამირწიე, ქვაო, დედასავით მომეფერე, დედის მაგივრობა გამიწიე! |