კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 06 თებერვალი 2025 05:03

 

 

 

ჩემო დედი,

დაბერდი და,

ლექსებს ირჩევ სევდიანს.

შენი ძვლები წამდაუწუმ

სატირალზე სხდებიან.

შენი ფიქრნი სად არ წავლენ

სად არ გადასწვდებიან.

აღმართსა და აღმართს შორის

ბილიკს გაიტკეპნიან.

დედი, იის ძირში ცხოვრობ,

სახლი გიდგას ფერებით.

სახლს კარიც აქვს,

მაგრამ, ვაი, 

მე ვერ შემოვეტევი.

რაა, დედი,

ამ ბოლო დროს, 

სულ საფლავზე გხედავენ!

ბებოჩემი, პაპაჩემი,

შენს თავს შემომედავნენ.

და თუ მაინც წაგიყვანეს,

თუ გაუწყრათ გამჩენი,

კიბეს ხომ მეც ამომაწვდი,

როგორც ხეზე დარჩენილს.

ჩამოვყვები კიბეს, დედი,

სისხლიანი ფეხებით.

დედი, როგორ გავიხარებთ,

როგორ გადავეხვევით.


ლექსები დედაზე  • • •   პოეზია - ბესიკ ხარანაული  • • •   ბესიკ ხარანაულის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ