დავტოვე სოფელი, მყუდრო სამყოფელი, ქვიტკირის მაენები და კატის კნუტები - სიმინდის ყანა! ჰა! კინტოს პროფილე, საეჭვო ტარნები, და დავიკუნტები ქალაქის ქუჩებში მე - სალახანა.
მზის განიავება, კალო და კევრი და სოფლის სიწმინდე, მართალი ბათმანი, როცა მე ქალაქში მაწუხებს, მახელებს, ყველა ყელსახვევი, შავი ხელთათმანი.
მინდა დღეს მივწერო დედას უსათუოდ, იმღეროს მამასთან ის ნანა ტკბილი, როცა გაიხარა, რომ მე მეჭრებოდა პირველი კბილი;
სოფელში ვენახი გახდა მოსარწყავი და ვაზის ფურცლებზე ისე გალურჯდება იქ შაბიამანი, ვით თვალის უპე - როცა მე არ მახურავს ღამეში საბანი.
შენ წმინდა ხახული! წადი ფეხშიშველი, ქალაქში დაკარგულ შვილისთვის ღამე გაათია, ღმერთო! აპატიე - მე თუ ვერ მიშველი, დედას, რომ დაგინთოს ჩემ სიგრძე სანთელი, მისთვის, რომ ჩემს გულში დაყუჩდეს გრიგალი და კორიანტელი.. |
ლექსები დედაზე • • • ![]() |