I
რა გალეულს და ფერწსულს გხედავ, ჩემო პაწია, ცოდვილო დედა, ვაიმე, როცა შენს გულში მჭრიდნენ, რაიმე ხომ არ გატკინე ნეტა.
შენი ტანჯული სისხლი და ხორცი, ნიავი ვარ და მგონია გშველი, სიცხიანს, მწუხარს კულულზე გკოცნი.
გაბუსხულ ტუჩსაც, ბავშვურად ლამაზს... ახლა სული ვარ და უფალს ვლოცავ - შენს გადარჩენას ვულოცავ მამას.
არ დამიობლა ძმები და დები. მე კი, ბარტყივით ტანშეუბუმბლავს, ცად ანგელოზმა მაჩუქა ფრთები.
მეც გამეხარა ამ სამზეოთი, მეც დამეძახა შენთვის "დედიკო" და მამას ყელზე შემოვხვეოდი.
როგორც პეპელა ყვავილში რგული, დაბადებამდე რამდენი მიკლდა, ითვლიდა ჩემი პაწია გული.
ალბათ, გგონივარ სუნთქვა სიოთა, შენ ხომ უძლებდი საკუთარ ტკივილს, მე კი, ძვირფასო, შენიც მტკიოდა.
შეხვედრა შენთან, ძმებთან და დებთან... ახლა მოგტირით სხვა სამყაროდან არარაობის ჩრდილი და სევდა.
რატომ შეშალე და გაამრუდე, ანგელოსების და პლანეტების კეთილი გათვლა და ვარაუდი?
ჰოი, დედებო, რა პასუხს აძლევთ, რას ეუბნებით წარსულს და ხვალეს, ვინ მოუაროს ვაზივით გამძლე დიდების მსურველ პატარა მხარეს!
შენს ხმებს, ჩუქურთმებს, იმედებს, სიზმრებს. მაგ ცოდვას რაღა მირონი გაბანს და მაინც გამშრალ ტუჩებზე ვიმცვრევ!
იმედო, რწმენავ - სულ შემენახე, სულ იარაგვე, სულ ირიონე, სულ იჯეჯილე, სულ ივენახე.
ჰყივის ლექსი და ციხის ქონგური. - მიწაში დედავ... და ვინ დათვალოს შვილი და ძირი, ჩემებრ მოკლული.
"ვეფხისტყაოსანს" თუ ვერ დავწერდით, მაინც ზედმეტი და მოსაკვეთი არ ვიქნებოდით შენთვის არცერთი...
მტრედის გრუტუნი და მუხის ჩერო, ჩხებით, აკვნებით და ბუდეებით ამაღლდი, ჩვენო ფუძევ და ჭერო!.. |
ლექსები დედაზე • • • ![]() |