ცხრა თვეს მუცლით გატარებდი, “ვაით” გშობე, “უით” გზარდე, და რად გიკვირს, ყოველს ქალზედ უფრო დედას რომ უყვარდე?
ცოლი ქვრივი სხვას წაჰყვება; მაგრამ დედას შვილის ტრფობა სამარეში თან ჩაჰყვება!
შორს მყოფს ფიქრით თავს ევლება: უფიქრელად თავს შესწირავს, - დედა თვის შვილს ენაცვლება!..
გასცვლის ხოლმე საყვარელში!.. არ იცის, რომ მოტყუებულს სხვისი სატრფო რჩება ხელში!..
ეს არის და ასე იყოს: დედამ უნდა შვილისათვის თავის-თავი დაივიწყოს!..
შავი ფიქრი გულს მიბურავს... ვაჰ, თუ გშია! ან გწყურია! ან გცივა და არა გხურავს!
გულს გასვია მტრის ისარი და, რომ წყლული შეგიხვიოს, დედა-შენი არსად არი!..
ყვავი ჰკორტნის და ყორანი, და უნაგრით უპატრონოდ დაგხვიხვინებს თავს მერანი!..
ჩიტი ბუდეს შიგ უფენდეს? მაშინ დედა-შენიც ჩიტად გადაიქცეს, შენსკენ ჰფრენდეს!.. |
ლექსები დედაზე • • • • • • აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა |