დაღარულ ხელებს მზისკენ იწვდიდა, ტანზე მაცმევდა სხივისგან ნაქსოვს... არა ლეჩაქით და არც მიწიდან, მე სულ სხვაგვარი მშობელი მახსოვს.
ალბათ, ამიტომ - ადრე წავიდა...
რამდენი ჰქონდა გზა გასავლელი. მან მე სიკვდილიც მასწავლა, დედამ, - არ დამრჩენოდა რამ უსწავლელი.
სადაც ბურუსი ბილიკებს ფარავს, მითხრა: ამ დიად შარას გაჰყევი, კაცის გულისკენ მიმავალ შარას!
მათხოვარივით კონკები გეცვას, რამდენი კაცი შემოგხვდეს გზაზე, იმდენჯერ შვებით შეხედე ზეცას...
მწუხარებისთვის თუ მითხრა, ნეტა? ის იყო რაღაც მართლა დედური, მარადქალური ქართველი დედა. |
ლექსები დედაზე • • • • • • მიხეილ ქვლივიძის პოეზია |