ქართვლის დედაო! ძუძუ ქართვლისა უწინ მამულსა უზრდიდა შვილსა; დედის ნანასთან ქვითინი მთისა მას უმზადებდა მომავალ გმირსა...
კირთების ქვეშე დაჩაგრულ ბედმა სრულად მოგიკლა სიცოცხლის ძალა, თვით შენი შვილიც ჩრდილად შესცვალა.
მხნეობა, ხმალი, მკლავი ქველური, სახელისათვის ამაყი თრთოლა, მამულის მტერთან მედგარი ბრძოლა?
რაც უწყალოს დროთ ხელით დანთქმულა; მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი... ჩვენ უნდა ვსდიოთ ეხლა სხვა ვარსკვლავს, ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი, ჩვენ უნდა მივსცეთ მომავალი ხალხს...
დანიშნულება და საღმრთო ვალი! აღზარდე შვილი, მიეც ძალა სულს, საზრდოდ ხმარობდე ქრისტესა მცნებას, შთააგონებდე კაცთა სიყვარულს, ძმობას, ერთობას, თავისუფლებას, -
და მომავლისთვის ბედთანა ბრძოდეს... მენდე, მიიღებს ნერგს, შენგან დარგულს, და მოგვცემს ნაყოფს, ვით კაცი კაცურს.
ისე აღზარდე შენ შვილის სული, რომ წინ გაუძღვეს ჭეშმარიტება, უკან ჰრჩეს კვალი განათლებული. |
ლექსები დედაზე • • • • • • ილია ჭავჭავაძის პოეზია/პროზა |