კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 20 თებერვალი 2025 00:41

 

 

 

ერთ ეგეც უნდა ვიკითხო,

ჩემ სიკვდილს ვინ იტირებსა,

ვინ ჩამააბნევს ცრემლებსა,

საქმეს ვინ გაიჭირებსა?


ამასა ვფიქრობ და გულიცა

ამასვე ანამდვილებსა.

დედის მეტს ჩემი სიკვდილი

არავის აატირებსა.


მე დედის გულში ვიქნები,

ძილსაც ვერ დაიძინებსა,

ვენაცვლე ძუძუს გამზრდელსა,

გულით ეგ დამიტირებსა.


დედას ვუყვარვართ

შვილები,

დედა არ გვახსოვს

შვილებსა,

იმითა გვტანჯავს

გამჩენი,

სულ მუდამ

გვაცოდვილებსა.

 

ლექსები დედაზე  • • •   პოეზია - მიხა ხელაშვილი  • • •   მიხა ხელაშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ