კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 12:44

 

 

 

როს „არას“ ნაცვლად - ამბობდი „ალას“,

როცა შენს ხმაში აპრილი ჟღერდა;

ხსოვნაში ტკბილად ჩარჩენილ „ნანას“ -

ვინ გიმღეროდა?!

- მშობელი დედა.


ეზოში როცა იტკენდი რამეს, -

ვინ გაჩნდებოდა იმ წუთში შენთან?!

შენი გულისთვის უძილო ღამეს

ვინ ათენებდა?! 

- მშობელი დედა.


ახლა, - ხელში რომ გიჭირავს წიგნი, -

შენს სიცოცხლეში იმედს ვინ ჰხედავს?!

შენს მომავალზე დღედაღამ ფიქრით

ვინ ვერ ისვენებს?!

- მშობელი დედა.


ამ ქვეყანაზე შენი სიკარგე

ვის უხარია ყველაზე მეტად?!

ყველაზე უფრო, - თუკი ივარგებ, - 

ვინ იამაყებს?!

- მშობელი დედა

 

ლექსები დედაზე  • • •   პოეზია - მუხრან მაჭავარიანი  • • •   მუხრან მაჭავარიანის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ