დედავ - სიცოცხლის დიდო საწყისო, დედავ - ცხოვრების ბურჯო მაგარო, ეს გული შენი გულით ხალისობს, შენი თვალებით ვხედავ სამყაროს.
შენ დამღეროდი „ნანას“, „მზე შინას“, რამდენი ღამე არ გძინებია, რომ ჩემთვის ძილი გესწავლებინა.
არ მშორდებოდი წუთით, საათით, რომ სიარული გესწავლებინა შენც დადიოდი ჩემთან ტაატით.
შენსკენ მოვრბოდი ხელებგაშლილი, რომ ლაპარაკი გესწავლებინა, შენც ტიტინებდი ჩემთან ბალღივით.
თითქოს ფიქრები გვქონდა საერთო, შენც ჩემს გაკვეთილს იმეორებდი, რომ ჩემში ცოდნის შუქი აგენთო.
რამდენჯერ სენმა ხელი დამრია, დედავ, იმდენჯერ ბღუჯა ჭაღარა, თმებში ჭაღარა შემოგპარვია.
შენს ხმაში კრთოდა სევდა ფარული, შენ შემაყვარე, დედავ, ნამდვილად ჩემი ქვეყანა, ჩემი მამული.
სიცოცხლის დიდი გასხივოსნება, შენ შემაყვარე დღე დღევანდელი, ხვალინდელ დღეზე ტკბილი ოცნება.
თავზე ნამუსის ქუდი დამხურე, სულ შენ გეკუთვნის თუ რამ მადლობა და სიყვარული დავიმსახურე.
დედავ - ცხოვრების დვრიტავ მაგარო, ეს გული შენი გულით ხალისობს, შენი თვალებით ვხედავ სამყაროს. |
ლექსები დედაზე • • • • • • იოსებ ნონეშვილის პოეზია |