ცოტაც და ერთად ვიქნებით დედა... გიამბობ დაღლილს სევდიან ამბებს, როგორ შემყარა ცხოვრებამ ბნედა, როგორ მასმევდნენ საძილე აბებს. რაც ვიწანწალე ტყეში და ღრეში, და რომ ჩამაკვდა წუთისოფელი მოწყალებისთვის გაშვერილ ხელში. თუმცა შიში და კრძალვა დამჩემდა, ვიცოდი ბოლოს ღვთის მოწყალება და შენი ლოცვა გადამარჩენდა. ცრემლები ჩემი ტკივილებს რწყავდა და ვაგროვებდი სურვილებს შენთვის, ოდესმე ისევ გნახავდი, მწამდა. და გული შენი, თბილი ბუხარი, მოუთმენლობის ამარა ვრჩები, მოუთმენლობის გამო მწუხარი. თითქოს ბავშვობაც უცებ დაბერდა, რას ვიფიქრებდი დრო თუ გამცვლიდა და უგულობას გადამადებდა. და მონატრებას ვიმარხულებდი, რას ვიპიქრებდი ჩაგივლიდი და, ათასში ერთხელ გინახულებდი. და ერთგულების ერთგულ მსახურად, ვერ ვუთანაგრძნე, ვინც გვერდით დგომა და სიყვარული დაიმსახურა. შეუცდომლად და უხმოდ ატარო, ჩემს უნებლიე შეცდომებს ვითვლი, იქნებ ოდესმე დროს გავატანო. ისევ ფრთებს ვნატრობ, თუმცა დავრწმუნდი პოეტი ცაში უნდა ცხოვრობდეს, თუმცა მიწასაც ვამჩნევ, არ ვძულდი. მაჩიტელებს და მწვანე ბალახებს, გადაუფარავთ სიმწვანით მკერდი, ჩემი ცრემლები არ დაგანახეს. მომყვება უხმოდ ჩემი ამალა, დროს მდუმარებას და სიკვდილს ვაჩვევ და ცრემლს, რომელიც დრომ გადამალა. |
ლექსები დედაზე • • • • • • თეიმურაზ ლანჩავას პოეზია |