მინდორ-ველი მოუჩითავთ იებს, ორი ია შენი ორი თვალი, გათენდება როცა გაიცინებ განათდება შენი გზა და კვალი. მხოლოდ შენთვის ვცოცხლობ, ბედს დავეძებ თუ სიხარულს ვეძებ თუ მიშველი შენ მიშველი მხოლოდ, უცხო გზებზე და შორეულ გზებზე. შენი შუქი სულის სიმებს არხევს, ამიყვანე მეცხრე ცაზე ზევით, უკვდავების გზები დამანახე. მე ვარ შენი უნაზესი სევდა, ყველაფერზე მშვენიერი, ცხადი, მაშინა ხარ, როცა სიზმრად გხედავ. ჩირაღდნები ანთებულან ირგვლივ, სიმღერაში ჩემი გული ფეთქავს, შენი მთვარე, შენი მზე და სხივი. ამიყვანე მეცხრე ცასა ზედა, უკვდავების გზები დამანახე, უკვდავების გზა მანახე, დედა! |
ლექსები დედაზე • • • • • • ჯანსუღ ჩარკვიანის პოეზია |