ალბათ ოდესმე მეც დედას ვუყიდი შავ საკაბეს; ალბათ ოდესმე შენც დედას უყიდი მუჭა კანფეტს; შენ კი მიყვები დღეს ჭაბუკს, სანატრელს და სანუკვარს, მე მის ნუგეშად ვრჩები. ნეტა, რომელი უფრო უყვარს... შენ ნუ იფიქრებ ასე, ეს, დაო, მხოლოდ ეჭვებია, თვალი შორდება თვალს, გულები ვარამს ეჩვევიან... და ვით არ იცის შვილმა, უფრო რომელი ძუძუ უყვარს, ისე არ იცის დედამ, უფრო რომელი შვილი უყვარს... |
ლექსები დედაზე • • • • • • ტარიელ ჭანტურიას პოეზია |