წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 14 მარტი 2025 10:37

 

 

 

შენ უკვდავების წყაროდან მოხვალ,

მხარზე შემგიდგამს გავსილი კოკა,

შენს მნახველს როგორ მომკლავს გრიგალი,

ანდა მტრის ხმალი მე როგორ მომკლავს.

მე შენმა გულმა გამზარდა, ვიცი,

ქართვლის დედაო;

მაღალო სულო,

ყველა ტრფობის და ყველა სიმტკიცის,

მთებს გადასულო,

ზღვებს გადასულო.

გამოზრდილს შენი ძუძუს ნათელით,

დამყვა სიმტკიცე ციხის კედელის

და ვიყავ მთებზე ტაძრის დამდგმელი

და განა მარტო რკინის მკვნეტელი.

მე დამყვა შენი სულის სინაზე

და აღტაცება ნაწვიმარ მთებით,

ვიბადებოდი ცისკრის შრიალზე

და ვმაღლდებოდი მაისის ფრთებით.

მაღელვებს ცა და ცისფერი ქედი,

გუთნით მოვამტვრევ მიწას ბროლიანს,

ხვედრი პოეტის და გუთნისდედის

შენს შვილებს იღბლად გამოჰყოლიათ.

შენ შემაყვარე სწრაფვა ქებული

მდინარეების გაჭრა მხარულით

და ყველაფერზე მძლე, დიდებული

ძმის სიმტკიცე და ძმის სიყვარული.

შენ ხორცს გვაწვდიდი,

შენ სისხლს გვაწვდიდი

თიხის ჯამებით, განა ფიალით

და გაგვიმტკიცე ცამდე აწვდილი

დიადი მიწის დიდი ტრფიალი.

შენ უკვდავების წყაროდან მოხვალ,

გვერდით მოგყვება ბავშვი მღიმარი,

ნეტარი ცრემლი გისველებს ლოყას,

თავზე სინათლედ გადგას მყინვარი.


მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ