კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 05:49

 

 

 

თვალწინ მეზრდები, ჩემო პატარავ,

ჩემდა იმედად, სასიხარულოდ

და გულით მინდა შენი სიცოცხლე

იყოს ყველასთვის სასიქადულო.

ამად გიმღერი ნანინას, ნანას,

შენ აღუსრულებ დედიკოს ამას

გაჭირვებაში ჩავარდნილ მოყვასს

გამოუძებნი უებარ წამალს.

წუთისოფელში ეშმაკის ძალას

მხოლოდ სიკეთით წაართმევ ღალას.

მოიმოქმედე კეთილი საქმე,

კეთილმა საქმემ არ იცის დაღლა,

მომმადლებელი ღმერთია მაღლა.

ახლა იძინე, ნანა, ნანები

შეიტკბე ჩემი ჩუმი ალერსი,

საგზლად წაიღე დედის გულისთქმა -

შენს სიყვარულში ამონალესი.

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ