წამომყევით, ბიჭებო, დედაჩემის საფლავზე!.. აგერ, მთელი წელია, აქეთ მეც არ ვყოფილვარ; შევუერთდეთ იქაურ დუმილს და სილამაზეს, გადავთხაროთ ჟალტამი, მზემ რომ ააფოფინა. რასაც ვამბობ, იცოდეთ, თხოვნაც არის, ბრძანებაც; პატივცემა ხსოვნის და პატივცემა წარსულის ხვალ-ზეგ უნდა განაგრძონ სწორედ თქვენისთანებმა: ააკვნესეთ გულებში, რაიც ჩემს სულს სწყურია; იქნებ სასაფლაოსკენ მიმორხეულ ბილიკზე წინ შემოგხვდეთ ობოლი თქვენი კბილა ზურია. იმ მშობლიურ ბორცვამდე ბილიკ-ბილიკ ვიაროთ, საფლავის ქვას შეახეთ თქვენი თბილი ხელები, რომ მიწაში გასუდრულ თეთრ ძვლებს შეაჟრიალოს. მზე ჩადის და სხვა გზისთვის ეს დღე დაკარგულია. პეპლებს ხელი არ ახლოთ, იქნებ ერთ-ერთ მათგანში, იქნებ ერთ-ერთ მათგანში დედაჩემის სულია. ჩემთვის ძვირფას საფლავთან მხოლოდ წამით დახარეთ, ცრემლებს არ გთხოვთ, ცრემლები, ქარში ნაკანკალები, ფრთხილად შემოინახეთ და სხვებს გადააყარეთ. სიკვდილის და სიცოცხლის საიდუმლოს განახებთ. იქ სულ სხვანაირია ჩუმი სასაფლაოს ცა, იქ სხვაგვარად ატოკებს ქარი ველურ ბალახებს. იქ წევს თქვენი კეთილი, გაცრეცილი ბებია... თორემ როცა დრო მოვა, დედათქვენის საფლავზე თქვენი კოხტა ბიჭები აღარ წამოგყვებიან. |
ლექსები დედაზე • • • • • • ზურაბ კუხიანიძის პოეზია |