მე დავიბადე ერთ ბნელ სარდაფში, სადაც მზის სხივი ვერა სწვდებოდა, სად შემოდგომის სასტიკი ქარი ველურ ღმუილით მემუქრებოდა. ყოველ ბინდისას სადღაც ჰქრებოდა; საღამოთი კი, შრომით დაღლილი, ისევ შინისკენ ეშურებოდა. ლუკმა-პურისთვის წვალობდა დედა, მე კი მთელი დღე ქუჩის ბიჭებში დავწანწალებდი სხვისა კარზედა. ისევ ამ ქუჩებს ვეძმობილები; აქ აღვიზარდე და ბოლოს აქვე დაისვენებენ ნათრევი ძვლები... |
ლექსები დედაზე • • • • • • გიორგი ქუჩიშვილის პოეზია |