კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 24 აპრილი 2025 16:34

დიპლომატიურ პრაქტიკაში, როგორც წესი, უმცროსი დიპლომატიური თანამშრომლის დიპლომატიურ თანამდებობასთან და რანგთან „ატაშე“ - ერთად, არსებობს სპეციალური ატაშეების დანიშვნის პრაქტიკა:

- სამხედრო, სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ატაშე, ატაშე თავდაცვის საკითხებში - წარმდგენი ქვეყნის სამხედრო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი მიმღები ქვეყნის სამხედრო უწყებასთან, ამასთან ის შედის საელჩოს შემადგენლობაში და წარმოადგენს სახელმწიფოს მეთაურთა მრჩეველს სამხედრო საკითხებში.

- პრეს-ატაშე - საელჩოს თანამშრომელი, რომელიც მოღვაწეობის სფეროთი პასუხს აგებს პრესასთან და ელექტრონული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობებზე. ამ სახელწოდებამ დიდი ხანია დიპლომატიური პრაქტიკიდან გადმოინაცვლა ჩვეულებრივ ცხოვრებაში და დღეს, ბევრ ფირმას თუ ორგანიზაციას ჰყავს საკუთარი „პრეს-ატაშე“.

- ატაშე - სამინისტროებისა და უწყებების წარმომადგენელი, რომელიც მოქმედებს საკუთარი სახელმწიფოს საელჩოს შემადგენლობაში საზღვარგარეთ და პასუხისმგებელია მიმღები ქვეყნის მონათესავე უწყებებსა და სამსახურებთან კონტაქტის ხელშეწყობაზე. როგორც წესი, ამავდროულად მათ უკავიათ ერთ-ერთი მაღალი დიპლომატიური თანამდებობა საელჩოში (მრჩეველი, პირველი მდივანი და ა.შ)

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ