კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 24 აპრილი 2025 16:36

სალუტი (ლათინური სიტყვისგან salus - მისალმება) მისალმების საზეიმო ფორმაა, რომელიც მიღებულია ბევრი ქვეყნის პრაქტიკაში, როცა საჭიროა განსაკუთრებული პატივისცემის გამოხატვა ვიზიტით ჩამოსული პირის მიმართ, ან სიმბოლიზირებს პატივისცემას ეროვნული დღესასწაულის, სიმბოლოს მიმართ.

სალუტი აგრეთვე გამოიყენება გამოჩენილი მოღვაწეების გარდაცვალების შემთხვევაში.

სალუტის მიცემა ხდება ცეცხლსასროლი იარაღის, ან საარტილერიო ზალპის სახით. იგი ასევე შეიძლება გამოყენებული იქნეს გუშაგის მიერ გუშაგისთვის იარაღის გადაცემის დროს.

საზღვაო საქმეში სალუტის მიცემა ხდება დროშების საშუალებით.

ნაციის სალუტი - მისალმების განსაკუთრებით საზეიმო ფორმა ან პატივის მიგებაა სახელმწიფოს ან მთავრობის მეთაურთა ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებით, აგრეთვე მეგობრული ვიზიტით უცხოური საზღვაო ხომალდების პორტში შემოსვლის დროს და სხვა შემთხვევებში.

როგორც წესი ეს საარტილერიო სალუტია, რომელიც შედგება 21 ზალპისგან.

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ