ნუნცია (ლათინური სიტყვისგან Nuntius - წარგზავნილი) - რომის პაპის დიპლომატიური წარმომადგენელი იმ ქვეყნებში, რომლებთანაც ვატიკანს დამყარებული აქვს დიპლომატიური ურთიერთობები.
ნუნციები მიეკუთვნება დიპლომატიური წარმომადგენლობების უმაღლეს დონეს. მთელ რიგ კათოლიკურ ქვეყნებში, ნუნცია ტრადიციულად წარმოადგენს დიპლომატიური კორპუსის დუაიენს (დიპლომატიური კორპუსის მეთაური), მიუხედავად სხვა ელჩებზე რწმუნებათა სიგელების გადაცემის თარიღისა.
თუმცა დღეს ეს პრაქტიკა თითქმის წარსულს ჩაბარდა.