კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 24 აპრილი 2025 13:55

ვიზა - ეს არის ამა თუ იმ სახელმწიფოს საზღვრის გადაკვეთის ნებართვის დამადასტურებელი დოკუმენტი, ანუ უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტში ან სპეციალურ ჩანართში გაკეთებული აღნიშვნა სხვა ქვეყანაში გამგზავრებისა და იქ ყოფნისა გარკვეული დროის განმავლობაში.

ვიზების დანიშნულებაა იმ უცხოელების ნაკადების რეგულირება, რომელთაც გადაკვეთეს საზღვარი, აგრეთვე მათი აღრიცხვაზე აყვანა.

უმრავლეს შემთხვევაში, ვიზების გაცემა ხდება წინასწარ, საკონსულო დაწესებულებების მიერ (საკონსულოები, საელჩოს საკონსულო განყოფილებები).

ვიზის მისაღებად, საკონსულოს ან საელჩოს, წინასწარ (ზოგჯერ რამოდენიმე კვირაში) მიეწოდება ანკეტა-განცხადება თხოვნით ვიზის მიღების შესახებ. ამასთან, ბევრი ქვეყანა ანხორციელებს სავიზო მოსაკრებლებს.

ვიზები გაიცემა გარკვეული ვადით (რამოდენიმე დღიდან - ერთ წლამდე და მეტი ვადით). შესაძლებელია როგორც ერთჯერადი ასევე მრავალჯერადი გამგზავრება დანიშნულების ქვეყანაში. 

როგორც წესი, ვიზის ტექსტში მითითებულია ვადა, რა ხნის განმავლობაშიც შეუძლია პიროვნებას გაემგზავროს და დაჰყოს აღნიშნულ ქვეყანაში.

ვიზების გაცემა ხდება ტურისტული მიზნებით, საქმიანი შეხვედრებისთვის, მუდმივად საცხოვრებლად გადასვლასთან დაკავშირებით და ა.შ.

რიგ ქვეყნებს შორის, ორმხრივ, ან მრავალმხრივი შეთანხმებასთან შესაბამისობაში, არსებობს განსაკუთრებული შეთანხმებაც - დავუშვათ სპორტული ვიზები გაიცემა უშუალოდ აეროპორტში, საკონსულოსა და საელჩოს მიმართვის გარეშე.

რიგ ევროპულ ქვეყნებში მოქმედებს ერთიანი სავიზო სივრცე (ეგრეთ წოდებული შენგენის ზონა), როცა ერთ ქვეყანაში გამგზავრება, იძლევა ამ ზონის სხვა ქვეყნებში გამგზავრების შესაძლებლობას (ეს განზრახვა მითითებული უნდა იყოს ანკეტის შევსების დროს).

საერთაშორისო პრაქტიკაში ასევე არსებობს დიპლომატიური და სამსახურეობრივი ვიზები - შესაბამისად დიპლომატიური ან სამსახურეობრივი პასპორტის მქონე პირებისთვის, რომლებიც მიემგზავრებიან სამსახურეობრივ საქმეებზე. ასეთი ვიზები ფორმდება საგარეო საქმეთა სამინისტროს გავლით, რომელიც თავად უკავშირდება საელჩოებს და საკონსულოებს.

იმ შემთხვევაში, თუ უცხოელი აპირებს ცხოვრებას სხვა ქვეყანაში დიდი ხნის განმავლობაში, მან უნდა მიიღოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან ემიგრაციულ სამსახურში სპეციალური  - „ბინადრობის ნებართვა“ („ვიდ ნა ჟიტელსტვო“). საჭიროა ასეთი ნებართვის ვადის პერიოდული გაგრძელება.

ბინადრობის ნებართვის მიღების საფუძველს შეიძლება წარმოადგენდეს: სწავლა, სამსახური კოტრაქტით ან ხანგრძლივი მკურნალობა.

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ